logo_geo
eng_logo
სერგეი რიაბკოვი: მოსკოვი პასუხს გასცემს ვაშინგტონის მიერ სანქციების გაფართოებას
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:42



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა „РИА новости"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს ვაშინგტონის მიერ სანქციების გაფართოებას, თუმცა ახლა, ობამას ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ, მთავარი ამოცანაა აშშ-სთან ურთიერთობებში უფრო პოზიტიურ დღის წესრიგზე ორიენტირება.



ჩვენ არ დავტოვებთ ამას უპასუხოდ. ახლა არ დავაანონსებთ საპასუხო ქმედებებს, თუ რა ფორმით და რა სახით გავცემთ პასუხს სასანქციო სიის გაფართოებას", - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.



სერგეი რიაბკოვი იმედოვნებს, რომ ობამას ადმინისტრაციის ნაცვლად ისეთი ხალხი მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, ვინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება რუსეთთან ურთიერთობებს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner