logo_geo
eng_logo
ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:58

 


საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. ლიბანის ქუჩის პირველ შესახვევსა და სარაჯიშვილის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 50-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს.


სკვერში ხეების დარგვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. ახალდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ.


საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არა ერთ სკვერში იგეგმება.


გამწვანების სეზონური ღონისძიებები თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი.


საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner