თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა, 2017 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს.
ერდოღანის თქმით, ევროკავშირი თავად ქმნის ისეთ პირობებს, რომ ანკარა მოლაპარაკებების პროცესიდან გავიდეს.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის კანონს, თუ მას პარლამენტი მიიღებს და ქვეყნის მოსახლეობა რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს.
ამასთან, რეფერენდუმზე გატანილი იქნება საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნების შესახებ.