საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მარნეულს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.
დღესვე პრემიერ-მინისტრი, მირზა-ფათალ ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში, ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას პირადად გააცნობს და მათ ხედვას მოისმენს.