logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მარნეულს ეწვევა
- +

21 მარტი. 2016. 11:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მარნეულს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.



დღესვე პრემიერ-მინისტრი, მირზა-ფათალ ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში, ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას პირადად გააცნობს და მათ ხედვას მოისმენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner