logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამამ პრეზიდენტის რანგში უკანასკნელი საზღვარგარეთული ტურნე დაიწყო
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:20



ბარაქ ობამამ პრეზიდენტის რანგში უკანასკნელი საზღვარგარეთული ტურნე დაიწყო. ობამა უკვე გაემგზავრა საბერძნეთში.


ტურნეს მიზანია, დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები, რომ დონალდ ტრამპის არჩევის გამო მათ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ.


ობამამ ტურნეს დაწყებამდე, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დაინტერესებულია თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით და NATO-ს ინტერესების ერთგულია.



ათენის შემდეგ ობამა გერმანიას ეწვევა. ბერლინში ანგელა მერკელის გარდა, ის მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართავს.


ბარაქ ობამა ევროპის შემდეგ პერუში გაემგზავრება, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner