logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე: დღეის მდგომარეობით საწარმოში მიღებულია 300 ტონა ციტრუსი
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:35

 

 

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში „ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში" იმყოფებოდა და საწარმოს ხელმძღვანელთან დავით სიხარულიძესთან ერთად ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ საწარმოში ამ დროისთვის ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.



„წელს გურიაში გაცილებით მეტი ციტრუსის მოსავალი მოვიდა ვიდრე გასულ წელს. საწარმო უკვე მესამე დღეა, რაც ადგილობრივებისგან ციტრუსს იბარებს და დღეის მდგომარეობით მიღებულია 300 ტონა. კომპანია მოსახლეობას სამუშაო ყუთებითაც უზრუნველყოფს. მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით „ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" და სხვა საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება", - განაცხადა გია სალუქვაძემ.


„ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია" 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშ დოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ - საწყობი მოეწყო. დაემატა პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი. ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება.ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.


კომპანია მიმდინარე სეზონზე 5 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 300-მდე ადგილობრივი მოსახლე. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-ს ქვეყნებში ხდება.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner