logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: გარკვეულ უხერხულობას უნდა გრძნობდეს ადამიანი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელია
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:12



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელია, გარკვეულ უხერხულობას უნდა გრძნობდეს.



მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაემორჩილოს გარკვეული ტიპის წესებს, როდესაც საუბარია პრევენციაზე და ეს შეურაცხყოფად არავინ უნდა მიიღოს.

 

 

დამოკიდებულება და ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს დაბალანსებული და დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა, უნდა იყოს იმდენი სიმკაცრე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად აღიკვეთოს ახალი ადამიანების და ახალგაზრდობის ჩართვა ნარკოტიკების მოხმარებაში. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელია, გარკვეულ უხერხულობას  უნდა გრძნობდეს და მის მიმართ საზოგადოების აზრი უნდა იყოს შეურიგებელი, როგორც ქცევის მიმართ და არა პიროვნების მიმართ.

 

შეიძლება ვინმემ ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნიოს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ როდესაც სადღაც უბანში 10-11 საათზე ახალგარდები დგანან, მე რომ ვიყო უბნის ინსპექტორი, მივალ და ვკითხავ - ხომ არ გაქვთ ცივი იარაღი? რადგან ასეთი ტრიალის და ჩოჩქოლის შემდეგ შესაძლოა, რაღაც გაუგებრობა მოყვეს. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, არაფერი იარაღი არ მაქვსო, მაგრამ ეს პრევენციაა და ამას ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო მიმართავს.

 

მაგ ლოგიკით შეიძლება მეც გამოვთქვა პრეტენზია, თუ რატომ ჩამიტარეს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს ნარკოლოგიური შემოწმება. არის წესი და ყველა უნდა დავემორჩილოთ. საზოგადოება უნდა დავემორჩილოთ ასეთი ტიპის წესებს, თუ გვსურს პრევენცია", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner