logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ტრამპის არჩევით არ მგონია, რომ საქართველოს მიმართ გლობალურად შეიცვალოს მიდგომები
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:14



გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ საქართველოსთან მიდგომები გლობალური მასშტაბით არ შეიცვლება.



„არ მგონია, რომ გლობალური მასშტაბით შეიცვალოს მიდგომები. ალბათ შეიცვლება ტაქტიკა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რუსეთთან როგორ დალაგდება ურთიერთობა. დღეს რუსეთში არის ეიფორია ტრამპის არჩევის გამო, თუმცა ერთია, რას ლაპარაკობენ პოლიტიკოსები არჩევამდე და მეორეა, არჩეული პრეზიდენტის რანგში ის როგორ იმოქმედებს. ამერიკას ბოლო 30 წელი ორმაგი სტანდარტი და ორმაგი ლოგიკა ჰქონდა და დღეს ეს უკვე აღარ ჭრის. შემთხვევითი არ არის ტრამპის გამარჯვება, რადგან ის ამ ყალბ სისტემას და ყალბ ფასეულობებს დაუპირისპირდა", - აცხადებს ნანა დევდარიანი.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner