logo_geo
eng_logo
„NATO-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:49



NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „NATO-საქართველოს სწავლება 2016" აქტიურ ფაზაში გადადის. NATO-ს 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან.


სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრიზისის დასრულების მიზნით მასში ჩართვა გადაწყვიტა. მოქმედების რაიონში უკვე გადასროლილია NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადა. ბრიგადის შტაბის საკვანძო პირებს ქართველი ოფიცრები წარმოადგენენ. სცენარის თანახმად, ამჟამად ერთობლივი დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მრავალეროვნულმა ბრიგადამ ოპერაცია მოქმედების რაიონში.


„NATO-საქართველოს სწავლება 2016" ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.


„NATO-საქართველოს სწავლება 2016" NATO-ს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის" (ACT), NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), NATO-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner