საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოიჩინეს გმირობა და ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში, მორიგ გამოწვევას ღირსეულად გაართვეს თავი.
„უმაღლესი მთავარსარდალი ამაყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებით და დარწმუნებულია, რომ თავდადება, რომელსაც ქართველი სამხედროები იჩენენ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში. საქართველოს პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას შეიარაღებულ ძალებს თავდადებისათვის და საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.