logo_geo
eng_logo
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მინი-ფეხბურთის მატჩი გაიმართა
- +

15 ნოემბერი. 2016. 15:25



ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროკურატურის თანამშრომლებსა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთის მატჩი გაიმართა. ქ. ზუგდიდის N1, N3, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პროკურატურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ფეხბურთის მინი-მოედანზე  შეხვდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.



საპრიზო ადგილის მფლობელ  გუნდს პროკურატურის თასი გადაეცა. სამივე გუნდის წარმომადგენლები სპეციალური მედლებით დასაჩუქრდნენ და  პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" სერტიფიკატები გადაეცათ.



ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის ამაღლება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner