logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის
- +

15 ნოემბერი. 2016. 15:34



განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლაში უნდა შევიდნენ ის ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებსაც ნამდვილად სურთ იქ მუშაობა.



რაც შეეხება ახალგაზრდების შემოყვანას სკოლაში, მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის, რომ სკოლაში ჩვენ უნდა შემოვუშვათ და შემოვიყვანოთ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც არის დარწმუნებული, რომ უნდა სკოლაში და უნდა იყოს პედაგოგი. მე პირადად, ვესაუბრე რამდენიმე მსურველს, იმიტომ რომ სამინისტროში რომ მოვედი რამენიმეჯერ მითხრეს, რომ არის ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი, ვინც ვერ შედის სკოლაში. ვესაუბრე რამდენიმე მათგანს და ამ საუბარში აღნიშნა რამდენიმემ, რომ უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ, სკოლაში იმუშაონ. ეს არ შეიძლება, ანუ მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის, ასე ვთქვათ.

 

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ისეთი სისტემა გავაკეთოთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ, სკოლაში ვინც შედის, შედის კაპიტალურად და ამის სურვილი აქვს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner