ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის მუჰამედ მურსისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა.
ეგვიპტის სასამართლომ მუჰამედ მურსისა და ამჟამარ უკვე აკრძალული ორგანიზაციის „მუსლიმთა საძმოს" ხუთ ლიდერს სასიკვდილო განაჩენი 2015 წლის ივლისში გამოუტანა. მათ ბრალად ედებათ 2011 წელს ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის ორგანიზება.
მუჰამედ მურსი სასჯელს სხვა საქმეებზეც იხდის. მას 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი 2012 წლის დეკემბერში დემონსტრანტების დახოცვის ბრალდებით. ამას გარდა, მას ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეზე 40 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და სამუდამო პატიმრობა პალესტინური მოძრაობა „ჰამასის" სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის.