logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ და ფონდ „ჯუნოს“ ორგანიზებით „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ გაიმართება
- +

15 ნოემბერი. 2016. 16:05


 

 

 

თბილისი, 15 ნოემბერი, 2016 - საქართველოს ბანკის", საქართველოს წამყვანი ბანკის და ფონდ „ჯუნოს" ორგანიზებით, რიგით მესამე „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016" გაიმართება. ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული პირების ერთად შეკრებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016" კი სწორედ ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ იდეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და გაუზიარონ სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გაიცნონ ერთმანეთი, დასახონ მიზნები სამომავლოდ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო, პროექტების განახორციელებისთვის.


ფორუმზე სხვადასხვა სფეროდან, განსხვავებული ინტერესის და პროფესიის მქონე ადამიანები, თავიანთ პროექტებზე, ბლოგებსა თუ იდეებზე ისაუბრებენ, შემდეგ კი დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ. ფორუმი ინტერაქტიული იქნება და დინამიურ რეჟიმში წარიმართება, რადგან მისი მიზანი სწორედ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება და გაცვლაა. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016"-ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინტერნეტ-აქტივობით და ციფრული ტექნოლოგიებით. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016" 26 ნოემბერს, სასტუმრო „ფაბრიკაში" გაიმართება. 


დამატებითი ინფორმაცია ფორუმის, რეგისტრაციის და ბილეთების შეძენის შესახებ იხილეთ: http://fb.com/InternetForumTbilisi







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner