logo_geo
eng_logo
18 ნოემბერს პატრიარქი, პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, რუსეთში გაემგზავრება
- +

15 ნოემბერი. 2016. 16:50

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ქუთაისიდან რუსეთში გაემგზავრება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.



დეკანოზის თქმით, პატრიარქი 18 ნოემბერს, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, რის შემდეგაც ქუთაისის აეროპორტიდან, დელეგაციის წევრებთან, ერთად რუსეთში გაემგზავრება.



დეკანოზის თქმით, უწმინდესი რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდება. 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.



მისივე თქმით, გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი პატრიარქის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება.



ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.



მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (ერისკაცობაში ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი) 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.



2008 წლის 6 დეკემბერს ალექსი II-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსეთის წმინდა სინოდმა კირილი პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. 2009 წლის 27 იანვარს 700-დან 508 ხმით წმინდა სინოსმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. 2009 წლის 1 თებერვალს კი ინტრონიზაცია შედგა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner