logo_geo
eng_logo
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა და მომდევნო პარლამენტების დეპუტატები შეიკრიბნენ
- +

15 ნოემბერი. 2016. 17:25



14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელსაც ალბათ, ყველა ელოდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, შეიკრიბნენ  პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა და მომდევნო პარლამენტების დეპუტატები სულ 60-ზე მეტი პარლამენტარი. 


ეს შეკრება იმითაც იყო მნიშვნელოვანი  რომ იგი  დაემთხვა პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოსული  უზენაესი საბჭოს  პირველი სესიის გახსნის თარიღს.


ეს პირველი მსგავსი შეკრებაა   1091-92 წწ მოვლენების შემდგომ, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისაკენ, ნაბიჯი, რომელიც ჩვენის ღრმა რწმენით საზოგადოების კონსოლიდაციასაც შეუწყობს ხელს. ცნობილია, რომ პირველი უზენაესი საბჭო არ სცნობდა მომდევნო პარლამენტებს, თავის მხრივ, მომდევნო პარლამენტებსაც მძიმე და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს მიმართ. ამ შეხვედრით მოიხსნა პირველი წინააღმდეგობები. გადაიდგა პირველი    ნაბიჯი შერიგებისკენ.


შეკრების მონაწილეების წინაშე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი-მიმართვა,  რომლის განხილვის შემდგომ, მიიღეს გადაწყვეტილება:


ყველა მოწვევის პარლამენტართაგან შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ყოველ პარასკევს შეიკრიბება.


გაგრძელდეს მუშაობა  წარმოდგენილ დოკუმენტზე. პროექტი  გამოქვეყნდეს პრესაში საზოგადოების განსახილველად. 


და რაც მთავარია, მომდევნო წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, შეიკრიბოს საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის ყველა დეპუტატი. ეს იქნება  ახალი ხანის დასაწყისი ქართული   პარლამენტარიზმის ისტორიაში,  როცა ამოსავალი წერტილი იქნება ურთიერთგაგება, თანამშრომლობა ქვეყნისთვის სასიკეთოდ, ამავე დროს პარალმენტის როლის ამაღლება და პარლამენტართა სათანადო დაფასება. 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner