logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: დავით ნარმანია არაჩვეულებრივი პიროვნება ყოფილა
- +

21 მარტი. 2016. 11:19


მომღერალ თემურ თათარაშვილს კულტურის სამინისტრომ საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მომღერალი გაზეთ „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.

 

 

„კულტურის სამინისტროსგან ვითხოვდით საკონცერტო დარბაზის, აპარატურისა და განათების უზრუნველყოფას. ამის თაობაზე სამინისტროს ღონისძიების ორგანიზატორმა - საქართველოს კულტურის პალატამ მიმართა. თავდაპირველად, თანხმობა თქვეს, ორიოდე დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და უარი განაცხადეს. კონცერტს ქალაქის მერია აფინანსებდა. კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეებისგან განსხვავებით. დავით ნარმანიას საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ზარს მაშინვე უპასუხა  და მეორე დღესვე შედგა ჩვენი შეხვედრა. მაია ჯაბუას „ვარსკვლავის" გახსნისას, შემთხვევით ჩემს გვერდით აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დამიდასტურა - თემურ, ყველაფერი რიგზეაო. როგორ შეიძლება, ეს არ დავინახო და არ დავაფასო?! არაჩვეულებრივი პიროვნება ყოფილა. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო და დიდი პატივისცემა დავუდასტურო", - განაცხადა თათარაშვილმა.


მომღერალის თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან სამინისტროს წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.


თემურ თათარაშვილის კონცერტი 7 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერია დააფინანსებს. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner