ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ შესასრულებელი გეგმა წარადგინა, რაც ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას აამოქმედებს.
მოგერინის განცხადებით, საუბარი არ მიდის ევროპული არმიის შექმნაზე.
„ნება მომეცით გითხრათ, თუ რას არ ეხება ეს გეგმა. ეს გეგმა არ ეხება ევროპული ჯარის შექმნას. ხშირად ვამბობ, რომ NATO-საც კი არ გააჩნია თავისი საკუთარი ჯარი", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
გეგმა ორიენტირებულია სამ ძირითად პრიორიტეტზე. კერძოდ იმაზე, რომ ევროკავშირმა შეძლოს უფრო ყოვლისმომცველად, სწრაფად და გაბედულად მოახდინოს რეაგირება კრიზისულ სიტუაციებზე; ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაიცვას ევროპელი მოქალაქეები.