1912 წლის 14 აპრილს საოკეანო ლაინერი „ტიტანიკი", რომელიც პირველ რეისს ასრულებდა, ნიუ-იორკისკენ მიემგზავრებოდა. 23:39 საათზე ფრედერიკ ფლიტმა, რომელიც წინ იყურებოდა, გემის კურსის პირდაპირ აისბერგი შეამჩნია. შეჯახება გარდაუვალი აღმოჩნდა. 2 საათის და 40 წუთის შემდეგ „ტიტანიკი", რომელიც ჩაუძირავ გემად ითვლებოდა, სრულად დაფარა წყალმა. გემზე მყოფი 1317 მგზავრისგან და ეკიპაჟის 908 წევრისგან მხოლოდ 712-ის გადარჩენა მოხერხდა. გამთენიისას „ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრები იმავე კურსით მიმავალმა გემმა „კარპატიამ" აიყვანა. „ტიტანიკის" ჩაძირვა დღემდე უდიდეს საზღვაო კატასტროფად რჩება.