ნადია სავჩენკოს საბოლოო განაჩენს დღეს გამოუტანენ - როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სასამართლო უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენის გამოცხადებას იწყებს.
პროკურატურა სავჩენკოსთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს.
ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წელს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. უკრაინელი სამხედრო მფრინავი პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივნისში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს.