თბილისის მეტროპოლიტენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა.კომპანიის განმარტებით, პრობლემა დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია. ამის გამო, 18:30 საათისთვის, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დიდუბიდან ახმეტელის მეტროს სადგურის მიმართულებით მეტროპოლიტენი არ მუშაობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველა შეფერხება მოხსნილია.