CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
„ჩემი პასუხია - არა. თუმცა კანონის შესაბამისად რადგანაც უნდა მივიღო, ეს მინიმუმ 1 აშშ დოლარი იქნება. ასე რომ, ჩემი ხელფასი 1 აშშ დოლარს შეადგენს" ,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400,000 აშშ დოლარს შეადგენს. ასევე პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 169 ათასი დოლარი პირად ხარჯებისთვის, მგზავრობებისა და გართობისთვის.