logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არავის დაავიწყდება ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რომელიც „ნაცების“ კისერზეა!
- +

15 ნოემბერი. 2016. 20:58



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„როგორც არ უნდა ეცადონ ნაცების ფანატიკოსი მხარდამჭერები, რომ თავიანთი სულელური ფრაზებით, ჩვენი ყურადღება შეარბილონ. რა რაკურსითაც არ უნდა აჩვენონ მიშა და როგორი ვერსიებიც არ უნდა გაახმიანონ მისი მომავალი ბედის შესახებ, როგორც არ უნდა მიჩუმდნენ მათი ლიდერშიპის წარმომადგენლები, რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაიშალონ, როგორი „კვალიფიციური" და პიარის წესების სრული დაცვით არ უნდა ილაპარაკოს ბოკერიამ, არავის დაავიწყდება ის ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რაც მათ კისერზეა",- წერს გაბრიჭიძე.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner