logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდა
- +

15 ნოემბერი. 2016. 21:12



სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით 46-ე საყოველთო ნათლობა, რომელიც 15 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო დასრულდა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდა. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები და ნათლობის ჯვრები გადაეცათ.


ნათლობის დასრულების შემდეგ, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა.


ამჟამინდელი მონაცემებით უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner