logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: აშშ-თვის საქართველო მყარ პარტნიორად აღიქმება
- +

15 ნოემბერი. 2016. 21:21



„ტრამპის და პუტინის საუბრის შინაარსი ზოგადი იყო. პუტინმა დარეკა, ტრამპს თავი არ მოუკლავს მასთან დასაკავშირებლად",- ამ სიტყვებით შეაფასა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი.


არეშიძემ ასევე ისაუბრა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება აღნიშნული ქვეყნების პარტნიორობაზე გავლენას არ მოახდენს. 


„ჯერ-ჯერობით ტრამპი არის თავის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების თეორიულ პროცესში. ჩვენთვის ცნობილის მისი დამოკიდებულება უკრაინის და სირიის მიმართ, მაგრამ სხვა თემებზე ყურადღება არ გაუმახვილებია. საქართველოში ეჭვი გაჩნდა, რომ არაფერი არ იცვლება. მუდმივი ინტერესები არსებობს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მთლიანად დიდი კავკასიის რეგიონის მიმართ, რომელიც დარწმუნებული ვარ არ შეიცვლება. აშშ-თვის საქართველო მყარ პარტნიორად აღიქმება. ამერიკა რუსეთთან თავისი პოლიტიკის აწყობას ცდილობა ეს აგრესიული იქნება თუ არა დრო გვიჩვენებს",- განაცხადა არეშიძემ.






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner