ცნობილი ბრენდის, Marks & Spencer-ის საშობაო რეკლამა რამდენიმე დღეში ძალიან პოპულარული გახდა. 5 დღეში ვიდეომ youtube-ზე 4 931 603 ნახვა დააგროვა. კომპანია მომხმარებლებს ყოველ წელს, ნოემბერში ერთმანეთზე ლამაზი სარეკლამო ვიდეობით ანებივრებს, წლევანდელმა კლიპმა კი, სადაც სანტასთან ერთად მისი ცოლიც ჩანს, სოციალური ქსელების მომხმარებლები განსაკუთრებულად აღაფრთოვანა.