logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: კერძო პირების აქტიურობის გაჩერება შეუძლებელია...
- +

21 მარტი. 2016. 11:26


სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია.



ეს პირველი ფაქტი არ არის. ვიდრე კონფლიქტი არ დარეგულირდება, ასეთი ფაქტები იარსებებს. ამ .. წარმომადგენლობას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. ის არ არის რეგისტრირებული და არის მხოლოდ კერძო პირის კერძო ინიციატივა. თავისთავად ფაქტი საყურადღებოა, მაგრამ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიბმულია არალეგიტიმურ საოკუპაციო რეჟიმზე, გამორიცხულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია და ვითარებას მუდმივად აკონტროლებს, მაგრამ კერძო პირების აქტიურობის გაჩერება შეუძლებელია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.



რომში სამხრეთ ოსეთის „ოფიციალური წარმომადგენლობა" გაიხსნა.


იტალია-სამხრეთ ოსეთის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტის მაურო მურჯას განცხადებით, ამ მოვლენას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს „იტალიის მხრიდან რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის აღიარების რეალური პერსპექტივისთვის".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner