„ეხლა სად არიან ის „ექსპერტები" ბუკას საქმეზე რომ ამტკიცებდნენ არავინ გამოიძიებს, არავინ დასჯის, იმიტომ რომ პოლიტიკური დევნააო",- ამ სიტყვებით „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.
„იქნებ ერთხელ მაინც გძლიოთ ნამუსმა და უბრალოდ ბოდიში მოიხადოთ, თქვენი ცილისმწამელური განცხადებების გამო. უბრალოდ ამით დაამტკიცებთ რომ მცირედი სინდისი მაინც გაგაჩნიათ, თორემ ტვინი რომ არ გაქვთ თავებში, ეგ ვიცით",- წერს ცაგურია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.