logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: რუსეთი ყოველთვის ზემოდან გვიყურებდა და დღესაც ასეა
- +

15 ნოემბერი. 2016. 23:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ნიშნიანიძე აღნიშნავს, იმისთვის რომ აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კარგი ურთიერთობა შედგეს, ორივე მხარის მზაობაა საჭირო. 


„სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არამარტო რუსეთის მიმართ, არამედ ჩვენს სხვა მეზობლებთან მიმართებაშიც. რუსეთთან ორი ფორმატი გვაქვს. პირველი არის დასავლელი პარტნიორების შემწეობით ჟენევის და მეორე აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

 

დღეს ჩვენი უმაღლეს დონეზე შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, მგონია, რომ არაფრის მომტანი იქნება. უბრალოდ იქნება შეხვედრა შეხვედრისათვის. კიდევ ერთხელ პირში ჩალა გამოვლებულები დავრჩებით. ამას უნდა ძალიან დიდი მომზადება. ეს დრო დადგება, მაგრამ ამ წუთას ამისათვის დრო არ არის.

 

ვფიქრობ, რომ დიალოგის გაღრმავება რუსეთთან ჩვენ ზიანს არ მოგვიტანს. თუმცა აქაც ზომიერებაა დასაცავი. ჩვენ არ ვაღიზიანებთ დიდ მეზობელს, რა თქმა უნდა, ურთიერთობის დალაგებას ვცდილობთ. არ არის ადვილი და მარტივი. რუსეთი ყოველთვის ზემოდან გვიყურებდა, დღესაც ასეა და მგლის შიშით ცხავრს ვერ გავწირავთ",- განაცხადა ნიშნიანიძემ.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner