logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალებს“: აჰა, აგეთ პასუხი, რა ვქნა ახლა?!
- +

15 ნოემბერი. 2016. 23:28


 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მასთან, როდესაც ჩავიდნენ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებზე ისინი აგებდნენ პასუხს. სააკაშვილი „რუსთავი 2"-ის ეთერიდან მათ პასუხისგებისგენ მოუწოდებს.


„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, როდესაც ჩამოვიდნენ ჩემთან, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ვართ ლიდერები და ჩვენ ვაგებთ პასუხს. მე ვაგებ პასუხს, რამდენჯერმე თქვა რამდენიმე მათგანმა აჰა, აგეთ პასუხი, რა ვქნა ახლა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არის საშიში ტენდენცია - სვეტების ჯგუფი.


„ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ არის რაღაც სვეტების ჯგუფი, რომლებიც არიან განათლებულები და, მეორე მხრივ, არის ბნელი მასა, რომელიც მარტო არჩევნებზე უნდა გამოიყენო. მაგრამ ჩვენს მომხრეებში არის ყველაზე პროგრესირებადი, განათლებული ნაწილი საზოგადოების. ვიღაცისგან გეწყინება რაღაც, ვიღაცა გაგაკრიტიკებს, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ქნა, არის ის, რომ გაბრაზდე შენს ხალხზე", - განაცხადა სააკაშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner