ექსპერტმა განათლების საკითხებში, რევაზ აფხაზავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ განათლების სისტემაში გარდამტეხი რფორმა არ გატარებულა, რომელიც რაღაცას რეალურად შეცვლიდა. მისი თქმით, დღეს ძალიან გეგმაზომიერად უნდა მოხდეს ფიქრი კადრების მომზადებაზე, რომ სკოლა მიმზიდველი გახდეს.
„განათლების პოლიტიკა გრძელვადიან შედგზე უნდა იყოს ორიენტირებული. მას ხშირი რყევები არ უყვარს. თუ განათლების სტრატეგიის შემუშავება კვლავ მინისტრებზე იქნება დამოკიდებული, ასე არაფერი გამოვა. მინისტრები ჩქარ-ჩქარა იცვლებიან და განათლების სისტემა მათ გემოვნებაზე მინდობილი არ უნდა იყოს. განათლების სტრატეგიას მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების, პროფესიონალების და საზოგადოების მაღალი ჩართულობით უნდა მოხდეს. მერე მინისტრები ერთმანეთს შეეჯობრონ, ამას ვინ უფრო კარგად განახორციელებს.
დღეს სხვა სამყაროში ვცხოვრობთ და ჩვენი შვილები სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე არიან, რადგან ბაზარი გლობალურია, სადაც ისინი კონკურენუნარიანი უნდა იყვნენ. რას ვუშვებით ჩვენს შვილებს, რომლებიც ხვალ და ზეგ ქვეყნის გამგებლები იქნებიან?! 21-ე საკუნეში მთელი ევროპა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები წინ გოლიათური ნაბიჯებით მიდიან, ჩვენ კი ერთ ადგილზე ვდგავართ. დღეს ძალიან გეგმაზომიერად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ახალი პროფესიონალი კადრები მოვამზადოთ და სკოლა მიმზიდველი გავხადოთ", - განაცხადა აფხაზავამ.