logo_geo
eng_logo
ბათუმში კაფე „ფანტაზიას“, იგივე „რვაფეხას“ რესტავრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება
- +

16 ნოემბერი. 2016. 00:33



აჭარის ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის და ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით  ბათუმში, კაფე „ფანტაზიას" რესტავრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.


მათი ინფორმაციით, კაფის რესტავრაციაზე მოლაპარაკებები ფონდ „ქართუსთან" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. ამ ეტაპზე რესტავრაციის ღირებულების ან ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.


„რვაფეხა", იგივე კაფე „ფანტაზია" ბათუმში 1980 წლიდან მუშაობდა, იგი წლების განმავლობაში ბათუმის სავიზიტო ბარათი იყო. 90 წლების შემდეგ, შენობა მიტოვებული იყო და მისი დიდი ნაწილი დაზიანდა. მისი შენარჩუნებისთვის, ბათუმელებმა არაერთი აქცია გაიმართეს მოთხოვნით, მომხდარიყო შენობის რეაბილიტაცია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner