logo_geo
eng_logo
გამოფენა - „ისტორიის მწვანე ფურცლები“
- +

21 მარტი. 2016. 11:34


21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ფონდ „Your Forest"-ის და კორნელი კეკელიძის სახელობის  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით გამოფენა „ისტორიის მწვანე ფურცლები" გაიხსნება.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი  ხელნაწერები და  ისტორიული საბუთები ტყის შეწირვის, ტყით სარგებლობის შესახებ, ასევე მინიატიურები, სადაც გამოსახულია ტყის საფარის შექმნა, ფლორა და ფაუნა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხევსურეთში, არაბულების ოჯახში  დაცული, მე-19 საუკუნის   დოკუმენტი, რომლის თანახმად,  ზვავისგან და მეწყერისგან დამცავ  ტყეებში   ხის მოჭრა აკრძალული იყო და თუ ვინმე ამ აკრძალვას დაარღვევდა,  სოფლის სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა. 


როგორც ფონდ „Your Forest"-ის დირექტორის მოადგილე ირაკლი ერაძე აღნიშნავს, საყურადღებოა ის ფაქტი,  რომ აღნიშნული დოკუმენტი ხევსურეთის მოსახლეობამ შეადგინა, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მაღალი იყო მაშინდელ მოსახლეობაში გარემოზე ზრუნვის კულტურა და რამდენად სწორად ჰქონდათ გააზრებული მათ ტყის მნიშვნელობა.


ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული მასალები, რომელიც მწვანე გარემოს ეხება. გამოფენის მიზანია საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ უვლიდნენ ძველად საქართველოში ტყეებს და გარემოს, როგორი იყო ტყის განკარგვის სისტემა და რამდენად სწორად ჰქონდათ გააზრებული მწვანე გარემოს მოვლის აუცილებლობადღეს, სამწუხაროდ, ტყის დაცვის და შენარჩუნების კუთხით ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვსბოლო 15 წელიწადში საქართველოს ტყეების თითქმის ¼ განადგურდახეების დაავადებები და ხე-ტყის მასიური ჭრა ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. ჩვენი ფონდი ტყეების აღდგენის მიზნით კონკრეტული პროექტის განხორციელებას იწყებს, თუმცა ვერც ჩვენ ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია, ან  სახელმწიფო ცალკე და ერთად აღებული ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისა და გარემოსადმი მენტალურად მართებული  დამოკიდებულების გარეშე", -აღნიშნავს ირაკლი ერაძე.


მისი თქმით,  ამიტომაა ფონდ „Your Forest"-ისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა გარემოზე ზრუნვის მიმართ. მსგავის ტიპის ღონისძიებების გამართვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის უდიდესი საცავია მსოფლიოში. უძველესი ხელნაწერი წიგნები, ისტორიული საბუთები და უნიკალური საარქივო მასალა მრავალ სფეროსა და ჟანრს მოიცავს:  ვინაიდან ბუნების და, მით უფრო ტყის დაცვა სულ უფრო პრობლემური და აქტუალური საკითხი ხდება, მნიშვნელოვანია თვალი მივადევნოთ ისტორიულ წერილობით მემკვიდრეობას - როგორ აისახა ტყესთან დამოკიდებულება ხელოვნებაში, ისტორიულ საბუთებში და, ზოგადად, აზროვნებაში. აქედან გამომდინარე, ფონდ „Your Forest"-თან ერთად გადავწყვიტეთ, ტყის საერთაშორისო დღეს  მოგვეწყო გამოფენა  ისტორიის მწვანე ფურცლები", რაც ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება", - აღნიშნავს ნესტან ბაგაური, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, განათლებისა და გამოფენების განყოფილების ხელმძღვანელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner