ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, შეკეთდება ზედა საყრდენი კედელი, გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვება და ჩატარდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე.
პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია.
სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.