თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:
„დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე ეწყობა ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელი", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.