გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ-ის რიგ შტატებში ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 1 მილიონი ამომრჩევლის ხმით უსწრებს.
წინასწარი მონაცემებით, კლინტონს მხარი დაუჭირა 61 963 234 ამომრჩეველმა, ხოლო დონალდ ტრამპს 60 961 185 ამომრჩეველმა.
გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში, იუტაში და ვაშინგტონში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 290 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა კი - 232.