logo_geo
eng_logo
ფატუ ბენსუდა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას უკრაინასთან ომად და მისი ტერიტორიის ოკუპაციად მიიჩნევს
- +

16 ნოემბერი. 2016. 10:51


 


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას უკრაინასთან ომად და მისი ტერიტორიის ოკუპაციად მიიჩნევს.



ფატუ ბენსუდას ანგარიშში დაზუსტებულია, რომ კონფლიქტი მოსკოვსა და კიევს შორის დაიწყო 2014 წლის 26 თებერვალს, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის ტერიტორიებზე უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე. შესაბამისად, 2014 წლის 18 მარტიდან ყირიმი და სევასტოპოლი ოკუპაციის ქვეშ არის.



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად, სამხედრო კონფლიქტის საერთაშორისოდ აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ახდენენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპირებას.

რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე შემდეგ დანაშაულებს სჩადის: შეიარაღებული დაჯგუფებისყირიმის თავდაცვის" მიერ ჩადენილი მკვლელობები და გატაცებები; ყირიმელი თათრების დევნა; დაპატიმრება, ცემა და სექსუალური ძალადობის შემცველი მუქარები მათ მიმართ, ვინც არ აღიარა ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი; იძულებითი გაწვევა სამხედრო სამსახურში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები აქტიურად სწავლობენ საკითხს - აკონტროლებს თუ არა რუსეთი შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თუ პასუხი დადებითი იქნება, მოვლენები უკრაინის ამ ნაწილში აღიარებული იქნება როგორც შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის მონაწილეობით", - აღნიშნავს ფატუ ბენსუდა ანგარიშში.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner