logo_geo
eng_logo
ზაზა ბიბილაშვილი: „ტაბულას“ განრისხებულმა რედაქტორმა ჩემი სტატია პირველი გვერდიდან ააღებინა
- +

16 ნოემბერი. 2016. 11:36



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.



ის არაჯანსაღი გარემო, რომელიც დღეს პარტიაშია, გამომდინარეობს მართვის არადემოკრატიული ფორმიდან და „1-2 ახირებული პერსონაჟის" მხრიდან პარტიის უზურპაციის სურვილიდან. ჩვენ უნდა დავასრულოთ მართვის თვითდესტრუქციული, გამყოფი სტილი და გადავიქცეთ მიზიდულობის რეალურ ცენტრად.

 

ამასთან, მინდა, ჩემი პატივისცემა და მეგობრული სიყვარული დავუდასტურო ჩემს ყველა თანამებრძოლს, რომლებიც დღეს სხვა აზრზე არიან. ის, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ - თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან - საკითხზე, განსხვავებული აზრი გვაქვს, სრულიად ნორმალური და ჯანსაღია. ეს არაა პრობლემა. მაგრამ მინდა ვთხოვო ამ ადამიანებს: ნუ მისცემთ ნურავის საშუალებას, ისეთი მოცემულობა შეგიქმნათ, რომ მათი ბრძოლა თქვენი ბრძოლა გახდეს. ეს არაა თქვენი ბრძოლა! მით უფრო, ეს არაა ბრძოლა პარტიის ორ ფლანგს შორის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ.

 

ეს ბრძოლა იმისაა, ვინც განიზრახა, კულუარულ დიქტატს შიდაპარტიული დემოკრატია დაარქვას და მომავალ ყრილობაზე არაფორმალური მმართველობა დააკანონოს; ვინც გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლაა ამისთვის საუკეთესო დრო. დიახ, ეს რამდენიმეახირებული პერსონაჟის" ბრძოლაა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც - მორალურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ - სრულიად უგუნური საქციელია.

 

ჰკითხეთ საკუთარ თავს - რა ელექტორალურ, მორალურ ან ადამიანურ ხეირს ნახავთ ამისგან? რა ხეირს ნახავს პარტია? წაგვწევს თუ არა წინ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ დროს სახალხო პარტიის სნობურ კლუბად გადააქცევა? კითხვები, მგონი, რიტორიკულია. რატომ აქ? ადრე ამ წერილსტაბულაში" გამოვაქვეყნებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი განსხვავებული აზრით განრისხებულმატაბულას" ხელმძღვანელმა საჯაროდ მირჩია, სტატიებიმარშალპრესში" წამეღო და, პარალელურად, „ტაბულას" ვებსაიტის პირველი გვერდიდან ჩემი სტატია ააღებინა. მიამიტი ან არაინფორმირებულია ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ტიპის ქმედებას კავშირი არა აქვს პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან, ან რომ პარტიის დე-ფაქტო ლიდერს სწორედ ასე არ ესმისშიდაპარტიული დემოკრატია", - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner