გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა გლდანის ხევსა და მუხიანის დასახლებაში. გლდანის ხევში, II-IIა კორპუსებისა და ლაგურაშვილის ქუჩის #3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 70-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს. ნერგების სიმაღლე, საშუალოდ, სამი მეტრია.
გლდანის რაიონის გამგეობა საშემოდგომო რგვების პროცესში აქტიურადაა ჩართული. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სკვერში უკვე დაირგო 200-მდე ძირი ხის ნერგი. პროცესი გრძელდება და თვის ბოლომდე სკვერების გამწვანება კვლავ იგეგმება.
ახალდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ხეების მოვლის პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს.
საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.