ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რეტგენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას.
„ის კანცლერის თანამდებობაზე კენჭს იყრის. ის მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის გაძლიერებაში. თუმცა, მან ეს მარტო არ უნდა გააკეთოს", - განაცხადა ნორბერტ რეტგენმა.
მისივე თქმით, ანგელა მერკელს დასავლეთის დახმარება სჭირდება.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.