უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. პოროშენკოს ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ 2014 წლის იანვარ-თებრვალში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში დაჰკითხავენ.
უკრაინის პრეზიდენტი დაკითხვაზე მოწმის სახით 29 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ 2014 წლის იანვარ-თებრვალში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში უკვე დაჰკითხეს შინაგან საქმთა მინისტრი არსენ ავაქოვი, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრ ტურჩინოვი, ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი და სხვა პირები.