logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

16 ნოემბერი. 2016. 12:07



უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობს მზადყოფნა გამოთქვა. პოროშენკომ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია მისთვის მოსახერხებელ დროს.



სატელეფონო საუბრისას პოროშენკომ ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმების განხორციელებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner