logo_geo
eng_logo
7 ნოემბრისა და „ტელეიმედის“ საქმეზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება
- +

16 ნოემბერი. 2016. 12:53



7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე დღეს სასამართლოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი დაიკითხა. სასამართლომ მოისმინა კუდ-ის სპეცრაზმელის, კონკრეტულად კი არჩილ არევაძის განყოფილების თანამშრომლის დავით უმფრიანის ჩვენება.


მოწმის ჩვენების მიხედვით, 7 ნოემბერს, ქაშუეთთან კუდ-ის თანამშრომლებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ  დარბეული ხალხი ტერიტორიიდან გაედევნათ.



7 ნოემბრის ღამეს ყაზარმულზე იყო გადასული მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე, არჩილ არევძე და რამდენიმე თანამშრომელი მივდიოდით სპორტის სასახლეში. გზაში არევაძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ უნდა მივსულიყავით ქაშუეთის ეკლესიის უკან. როცა მივედით, იქ შეკრებილები იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. დავით ახალაიაც იქ იყო. როცა მივედით, მინისტრის მოადგილე ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა შესაბამის ღონისძიებებს. ბრძანება იყო, რომ დარბეული ხალხი უნდა გაგვედევნა ტერიტორიიდან. როდესაც გაიწმინდა ხალხი, დავბრუნდით უკან ქაშუეთთან, საპატრულო, სოდ-, კუდ-, ყველა იქ იყო შეკრებილი",- განაცხადა უმფრიანმა.



მისივე თქმით, საღამოს ათ საათზე ისინი „ტელეიმედში" მივიდნენ. როგორც მოწმემ აღნიშნა, არჩილ არევაძემ გიორგი თარგამაძე გარეთ გამოიყვანა და მანქანაში ჩაისვა, სპეცრაზმმა კი დანარჩენ ჟურნალისტებსაც იძულებით დაატოვებინა შენობა და მიმდებარე ტერიტორია.



პირველი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ბრალდების შუამდგომლობით, დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა. პროკურორმა შუამდგომლობის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა დაასახელა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. მოსამართლემ შუამდგომლობა გაითვალისწინა და სხდომა დახურულად გამოცხადდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner