ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პული მაჰმუდ ხანის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, როს შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ქვეყნის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.