logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: სააკაშვილის გამო ფანატიკოსი მიშისტების გარდა სახლიდან ფეხს ვინ გამოადგამს?
- +

16 ნოემბერი. 2016. 14:26



ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.



ესე იგი, მიშა ამტკიცებს, რომ არც 2003 წელს იყო ხალხი თავისთავად მზად რევოლუციისთვის, ჩვენ ავწიეთ ეს მუხტი და ახლაც ამ გზით უნდა წავიდეთო. კი, თავისთავად არ იყო მზად და ლიდერები და პროცესის დაგეგმვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ობიექტური გარემოებებიც არანაკლები მნიშვნელობისაა. დღეს კი ორი ფუნდამენტური განსხვავება არსებობს: 1) მაშინ შევარდნაძის და მისი ხელისუფლების მიმართ ფაქტობრივად ტოტალური ზიზღი არსებობდა და ხალხ ასაფეთქებლად ნაპერწაკლი ჭირდებოდა. დღესოცნება" შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ტოტალური ზიზღი არ არსებობს. 2) 2003 წელს მიშა იყო ბაზალეთის ტბის ძირიდან ამოსული გმირი და ხალხი მას იმედით გაყვა. დღეს კი ის არის მის მიერვე დამარცხებულ ურჩხულად გადაქცეული ანტიგმირი და მის გამო ფანატიკოსი მიშისტების გარდა სახლიდან ფეხს ვინ გამოადგამს?" - წერს მეტრეველი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner