logo_geo
eng_logo
ჯონ მაკ-კეინი: რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:05



აშშ-ის სენატორის ჯონ მაკ-კეინი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის" ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.



მაშინ, როდესაც აშშ-ში ადგილი აქვს გარდამავალ პერიოდს, ვლადიმპუტინმა განაცხადა, რომ მას სურს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება.


ჩვენ ისე უნდა ვენდოთ ასეთ განცხადებებს, როგორც საბჭოთა კგბ-ყოფილი აგენტის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სხვა განცხადებას. ამ ადამიანმა ჩაძირა თავისი ქვეყანა ტირანიაში, ფიზიკურად გაანადგურა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, დაემუქრა აშშ-ის მოკავშირეებს და შეეცადა, ჩაეშალა არჩევნები აშშ-ში.


ობამას ადმინისტრაციის ბოლო მცდელობამ, გადაეტვირთა ურთიერთობები რუსეთთან, გამოიწვია პუტინის შეჭრა უკრაინაში და სამხედრო ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში. ხოლო კიდევ ერთი გადატვირთვის ფასი იქნება პუტინისა და ასადის მიერ სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტაში თანამონაწილეობა. ეს მიუღებელია. ამერიკა ყოველთვის ედგა გვერდში მათ, ვინც ტირანიას ებრძოდა. და დღესაც მსგავს პოზიციაზე უნდა ვიდგეთ", - ნათქვამია ჯონ მაკ-კეინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner