logo_geo
eng_logo
იმერეთის რეგიონში წელს 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:36



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.



თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში დასაქმდნენ.



15 ნოემბერს, იმერეთის პრობაციის ბიუროს წყალტუბოს ოფისის თანამშრომელთა შუამდგომლობით, პურის საცხობში, მცხობელის  პოზიციაზე,  პრობაციონერმა  გ.მ-მ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება თვეში 900 ლარს შეადგენს. 



პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წელს უკვე 142 პრობაციონერი დასაქმდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner