რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.
„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომ რუსეთი არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე", - ნათქვამია განკარგულებაში.
განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შესაბამისი შეტყობინების გადაგზავნა გაერო-ს გენერალური მდივნისთვის.
რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს 2000 წელს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას უკრაინასთან ომად და მისი ტერიტორიის ოკუპაციად მიიჩნევს.