logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გამოსვლაზე განკარგულებას ხელი მოაწერა
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:38


 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმპუტინმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.



მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომ რუსეთი არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე", - ნათქვამია განკარგულებაში.



განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შესაბამისი შეტყობინების გადაგზავნა გაერო-ს გენერალური მდივნისთვის.



რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს 2000 წელს შეუერთდა.


აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას უკრაინასთან ომად და მისი ტერიტორიის ოკუპაციად მიიჩნევს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner